“რიკო კრედიტის” თანამშრომელი: დატოვეთ ბავშვი გარეთ და მოგემსახურებით” (ვიდეო)

“დატოვეთ ბავშვი გარეთ და მოგემსახურებით,” – ისმის ვიდეოში, რომელსაც Facebook-მომხმარებელი სალი ჯუღელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. წერს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “რიკო კრედიტის” ერთ-ერთ ფილიალში მომსახურებაზე უარი იმიტომ უთხრეს, რომ 6 თვის ჩვილს პირბადე არ გაუკეთა.

მოკლედ, დავიწყებ იმით, რომ შევედი რიკო კრედიტის ოფისში (კონკრეტულად ჭავჭავაძეზე ტაბიძის ძეგლის წინ) თან მყავდა 6 თვის ბავშვი და რატომღაც გამომიხტა დაცვა რომელმაც მოჭრით მითხრა რომ არ მომემსახურებოდნენ თუ ბავშვსაც პირბადე არ ეკეთებოდა, ასაკი ვუთხარი რომ ბავშვი არის 6 თვის და არ შეიძლება პირბადის გაკეთება რადგან გაიდლაინებით ასევე ჯანმოს რეკომენდაციით, ასევე მთავრობის დადგენილებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით რომ არ არის სავალდებულო პირბადის გაკეთება ესეთი პატარასთვის, მივარდა დაცვა სალაროსთან და დიდის ამბით ამას არ მოემსახუროთო დაავალა მოლარეს, მოვითხოვე მენეჯერთან დაკავშრება და რომ გამოვიდა ადამიანი მეგონა უფრო კომპეტენტური იქნებოდა და უფრო შეგნებული როდესაც გაიგებდა ბავშვის ასაკს, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა შინაგანა წესით არ შეიძებაო და მემგონი შინაგანა წესი საქართველოს კანონიდან გამომდინარე უნდა იწერებოდეს… 20 წუთიანი კამათის შემდეგ როდესაც კამერა ჩავრთე მეუბნება რომ იმიტომ არ მემსახურება რომ მე არ მიკეთია პირბადე, არადა ვიდეოში კარგად ჩანს რომ მიკეთია, ასევე ამბობს რომ ეს შიანაგანა წესი ზეპირია და არაფერს მაჩვენებს როდესაც მოვითხოვე რომ ეჩვენებინა ეს წესი, ხოლო გვერდით მდგომი მოლარე რომელიც დიდისამბით გამომიხტა და ვითომ გული შეტკიოდა ბავშვზე მთვაზობს თურმე გარეთ უნდა დავტოვო ქუჩაში მარტო რომ მომემსახურონ, და თურმე ეგრე არ დაისტრესება ბავშვი! არ შეიძლება ესე მოქცევა, სირცხვილია როდესაც მინიმუმ 20 წუთი მეკამათები ხოლო მომსახურებას სჭირდებოდა მხოლოდ 3 წუთი, – წერს სალი ჯუღელი.

 

https://youtu.be/nBIW1xwGPsE

banner
წინა სტატიაშიასტრა-ზენეკას მიმღებებიდან ბრიტანეთში შვიდი ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოში 100 000 დოზა ჩინური წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინა ჩამოვიდა