აშშ წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის ძირგამომთხრელ საქმიანობას და აგრესიას

აშშ -ს ხელისუფლებამ გაასაჯაროვა უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთი ეწევა აგრესიულ, ძირგამომთხრელ საქმიანობას და ცდილობს საფრთხე შეუქმნას ამერიკის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ამის შესახებ იუწყება რუსული სააგენტო “ТАСС”.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთი და ჩინეთი პრობლემებს უქმნიან აშშ-ს სიძლიერეს, გავლენასა და ინტერესებს. კერძოდ, რუსეთი მიმართავს ძირგამომთხრელ ზომებს, რათა დაანგრიოს ტრანსატლანტიკური ერთობა, დაასუსტოს ევროპული ინსტიტუტები და მთავრობები, დაარღვიოს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი. დოკუმენტში, აგრეთვე აღნიშნულია, რომ რუსეთი აგრესიული ქმედებით აშინებს მეზობელ სახელმწიფოებს და ქმნის იარაღს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკულ სამხედრო ინფრასტრუქტურას, მის ხელმძღვანელობას და მართვის სისტემას.
აშშ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინასა და საქართველოში და მის სამხედრო შესაძლებლობებს ძალუძს ევრაზიის რეგიონში ახალი კონფლიქტის გაჩაღება.
სტრატეგიაში ხაზგასმულია, რომ აშშ და ევროპა წინააღმდეგობას გაუწევენ რუსეთის ძირგამომთხრელ საქმიანობას და აგრესიას.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი 22 დეკემბერს დაბარებულია უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურში
შემდეგი სტატიააშშ-მ ვეტო დაადო გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას იერუსალიმის თაობაზე