აშშ-მ ვეტო დაადო გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას იერუსალიმის თაობაზე

აშშ-მ ვეტო დაადო გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომლის თანახმად გაერო არ აღიარებს იერუსალიმის ახალ სტატუსს. ამის შესახებ იუწყება სააგენტო”Reuters”.
პროექტი მომზადებული იყო ეგვიპტის მიერ და მას მხარი უშიშროების საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა აშშ-ს გარდა.
პროექტში აღნიშნულია, რომ “ნებისმიერ ცვლილებას იურუსალიმის სტატუსის თაობაზე არა აქვს იურიდიული ძალა და უნდა გაუქმდეს”.
აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოში ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ კენჭისყრა ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოადგენს აშშ-ს შეურაცხყოფას. მისი თქმით, ის რაც მოხდა, არ იქნება დავიწყებული. ჰეილიმ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში აშშ-მ პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და გაკეთდა ეს აშშ-ს სუვერენიტეტის და მისი როლის დასაცავად ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში.
შეგახსენებთ, 6 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და გასცა განკარგულება აშშ-ს საელჩოს იქ გადატანის თაობაზე.

banner
წინა სტატიაშიაშშ წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის ძირგამომთხრელ საქმიანობას და აგრესიას
შემდეგი სტატიარუსთავში ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა