აშშ თურქეთის მთავრობის არაკანონიერი ლობირების საქმეს იძიებს

აშშ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის მაიკლ ფლინის ორი ექს ბიზნეს-პარტნიორის მიერ თურქეთის ინტერესების არასწორი ლობირების საქმეს სწავლობს. საუბარია 66 წლის ამერიკელ ბიჯან კიანსა და 41 წლის თურქეთის მოქალაქე ეკიმ ალპტეკინზე – ვირჯინიის შტატის სასამართლომ მათ გუშინ ბრალი წაუყენა. მამაკაცებს ბრალი ედებათ ლობირების შესახებ ამერიკული კანონის დარღვევაში. ალპტეკინს, ასევე, არასწორი ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ.
ბრალდების მხარის ვერსიით, მამაკაცები ფლინთან თანამშრომლობდნენ, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად დანიშნა, მაგრამ დაახლოებით ერთი თვის წინ გაანთავისუფლა. კიანი და ალპტეკინი ცდილობდნენ “ფარულად მოეხდინათ გავლენა ამერიკელ პოლიტიკოსებსა და საზოგადოებაზე, რომ ისინი ფეჰტულა გიულენის წინააღმდეგ განეწყოთ, რომლის ექსტრადაციასაც თურქეთის პრეზიდენტი 2016 წლიდან ითხოვს” – ნათქვამია საქმის მასალებში. გიულენს ბრალი ედება თურქეთში სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში.

ფლინმა თეთრ სახლში თანამდებობის მიღებამდე რამდენიმე ხნით ადრე 500 ათასი დოლარი მიიღო თურქეთის ინტერესების ლობირებისთვის. ბრალდების ტექსტში ნათქვამია, რომ კამპანიის მიზანი ამერიკელი ხალხის წინაშე გიულენის დისკრედიტაცია იყო – “ამერიკის ხმა” წერს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კიანს და ალპტეკინს 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშიპუტინი აგრესიული რიტორიკისთვის რაკეტებით იმუქრება
შემდეგი სტატიამიწებზე საკუთრების რეგისტრაციის პროცესი ექვსი თვით გახანგრძლივდა