აშშ-ში, ვირჯინიაში სროლისას 11 ადამიანი მოკლეს

აშშ-ში, შტატ ვირჯინიაში, ქალაქ ვირჯინია ბიჩში სროლისას 11 ადამიანი მოკლეს, ექვსი კი დაჭრეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, მოკლულია. მედიის ცნობით, ის მუნიციპალური ცენტრის შენობაში შევიდა, სადაც მაშინვე ცეცხლი გახსნა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ, ორმხრივი სროლა იყო, რა დროსაც ერთ-ერთი პოლიციელიც დაიჭრა. სწორედ ორმხრივი სროლისას მოკლეს თავდამსხმელი.

banner
წინა სტატიაშიგერმანიას 4 ათასი ევროთი ელექტრომანქანების მყიდველების სუბსიდირება სურს
შემდეგი სტატიამართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის მოქმედების ვადა 30 დღიდან შესაძლოა, ერთ წლამდე გაიზარდოს