გერმანიას 4 ათასი ევროთი ელექტრომანქანების მყიდველების სუბსიდირება სურს

გერმანული მედიის თანახმად, მთავრობას მოქალაქეების სუბსიდირებას 2020 წლის მანძილზეც განაგრძობს. ეკონომიკის მინისტრმა პეტერ ალტმაიერმა განაცხადა, რომ ავტომობილების ეკოლოგიურმა “ბონუსმა” საკუთარ თავს კარგი რეკომენდაცია გაუწია. “მიუხედავად იმისა, რომ პროცესი იმაზე ნელა მიდის, ვიდრე ჩვენ ვიმედოვნებდით, აუცილებელია უწყვეტი მხარდაჭერა” – მინისტრმა თქვა.
თავდაპირველად, ეკოლოგიური მანქანის ყიდვისთვის პრემიის გაცემა 2019 წლის ბოლომდე იყო გათვლილი.
მიმდინარე მომენტისთვის გერმანიაში ექსპორტის კონტროლის ფედერალურმა სამმართველომ ელექტრომობლების სუბსიდირებისთვის 118 ათასი განცხადება მიიღო.

banner
წინა სტატიაშიპირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
შემდეგი სტატიააშშ-ში, ვირჯინიაში სროლისას 11 ადამიანი მოკლეს