აშშ-ში ტრამპთან დაკავშირებით ახალი გამოძიება დაიწყეს

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით დაწყებული ახალი მასშტაბური გამოძიების ფარგლებში შეერთებული შტატების კონგრესმა ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებული ბიზნესმენის ევგენი პროგოჟინისა და მილიარდელ ვიქტორ ვეკსელბერგის კომპანიებს დოკუმენტების მოთხოვნა გაუგზავნა. ტრამპს ბრალი ედება კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში. დემოკრატმა კონგრესმენებმა, ასევე, თეთრი სახლიდან გამოითხოვეს ინფორმაცია ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც, თითქოსდა მან დამალა – “ბიბისი” წერს.
ახალ გამოძიებას წარმომადგენლობითი პალატის იურიდიული დეპარტამენტი წარმართავს, რომელსაც დემოკრატი ჯეროლდ ნადლერომი ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე – წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი
შემდეგი სტატიაNissan-ის ყოფილ ხელმძღვანელს გირაოთი გაანთავისუფლებენ