მამუკა ხაზარაძე – წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შს მინისტ გიორგი გახარიასგან მიღებული წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, – ამის შესახებ სასამართლოს დატოვების შემდეგ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„წერილში რა წერია, ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე. ყველაფერი გითხარით. რისი თქმაც არ მინდა, ვერ მათქმევინებთ, დანარჩენზე მიმართეთ პროკურატურას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძე მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. საქმე ეხება ხაზარაძის მიერ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა. როგორც ხაზარაძე აცხადებს, მან აღნიშნულის შესახებ პროკურატურაში, დაკითხვაზე განაცხადა, თუმცა საგამოძიებო ორგანომ საკითხზე რეაგირება არ მოახდინა.

banner
წინა სტატიაშიკიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურა
შემდეგი სტატიააშშ-ში ტრამპთან დაკავშირებით ახალი გამოძიება დაიწყეს