აშშ-ში რუსეთის ფედერაციის მიერ 2018 წელს არჩევნებში ჩარევის გამო საქმე აღძრეს

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მიერ კონგრესის შუალედურ არჩევნებში ჩარევის გამო, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გაიმართება. ვირჯინიის შტატის პროკურორმა სანკტ-პეტერბურგის 44 წლის მცხოვრებ ელენა ალექსეევას ბრალი დასდო შეთქმულებაში, რომლის მიზანია აშშ-ს პოლიტიკურ სისტემაში ჩარევა – უწყებამ 19 ოქტომბერს გაავრცელა – “დოიჩე ველე” წერს. როგორც Reuters-მა აღნიშნა, მსგავსი ბრალდება მომავალ არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამოძიების საქმეში პირველია. ” შეთქმულების სტრატეგიული მიზანია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში განხეთქილების შეტანა და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოშლა” – საქმის პროკურორმა ზახარი ტერვილიგერმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის „სარფის“ სექტორი ევროკავშირის ელჩმა დაათვალიერა
შემდეგი სტატიანინო გოგუაძე ევროპის კონსერვატორების და რეფორმისტების ალიანსის „ქალთა მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს