აშშ-ში მილიონობით კოვიდ-ვაქცინა უნდა გაანადგურონ

აშშ-ს მთავრობამ Jonson&Jonson-ს დაუთმო ქარხანა, სადაც მილიონობით დოზა კოვიდ-19-ის ვაქცინა უნდა გაანადგურონ. კომპანიის კონტრაქტორი Emergent BioSolutions ბალტიმორის ქარხანაში ორ ვაქცინას “ჯონსონ და ჯონსონსა” და “ასტრაზენეკას” აწარმოებდა. თუმცა, გაურკვეველი მიზეზებით დაშვებულ იქნა შეცდომა, რომლის დროსაც ეს ორი ვაქცინა ერთმანეთში შეერია. სულ საუბარია 15 მილიონ დოზაზე, რომელიც ქარხნიდან არ გავა და ადგილზევე განადგურდება. შემდეგ კი იქ მხოლოდ “ჯონსონ და ჯონსონის” წარმოება გაგრძელდება – independent-ი წერს.

მომხდარმა ბაიდენის ადმინისტრაციის დაპირება, ყველა მოქალაქესთვის მაისის ბოლოს ვაქცინის ხელმისაწვდომობის შესახებ, შესაძლებელია, ეჭვქვეშ დააყენოს.
როგორც მედია წერს, Emergent BioSolutions პირველად არ ეხვევა სკანდალში.

წყარო

banner
წინა სტატიაშიIRI: 69% თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი აშშ-ა
შემდეგი სტატიაჯანეზაშვილი: მოქმედმა მოსამართლემ შვებულება აიღო, წავიდა აშშ-ში და დარჩა