IRI: 69% თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი აშშ-ა

დღეს, 5 აპრილს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 69% თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია, 54%-ის აზრით – ევროკავშირი.

სხვა ქვეყნების შესახებ მონაცემები შემდეგია:

უკრაინა – 23%
აზერბაიჯანი – 17%
თურქეთი – 13%
სომხეთი – 11%
რუსეთი 9%
ჩინეთი – 4%
ირანი – 3%
არცერთი – 1%
არ ვიცი/უარი პასუხზე – 3%
კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

banner
წინა სტატიაშიIRI: 63% ამბობს, რომ ოჯახში ეკონომიკური მდგომარეობა გაუუარესდა, უმუშევრობა მთავარი პრობლემაა
შემდეგი სტატიააშშ-ში მილიონობით კოვიდ-ვაქცინა უნდა გაანადგურონ