აშშ-ში, მექორწილებს ხე დაეცათ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 18, 2016 19:09

აშშ-ში, მექორწილებს ხე დაეცათ

ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ხუთი დაშავდა, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა – ამის შესახებ ინფორმაცია ლოს-ანჯელესის სახანძრო დაცვის „ტვიტერის“ ბლოგზე გამოქვეყნდა.
შემთხვევა გუშინ, პარკ პენში მოხდა. როცა უზარმაზარი ხე მოულოდნელად წაიქცა, მის ქვეშ ოცი ადამიანი იდგა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები დაუყოვნებლივ მივიდნენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 18, 2016 19:09