ტრამპმა ჩინეთს ურჩევს, გატაცებული დრონი თავისთვის დაიტოვოს

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთს გუშინდელი განცხადების შემდეგ ურჩია, რომ გატაცებული დრონი თავისთვის დაიტოვოს.
„ჩინეთს უნდა განვუცხადო, რომ ჩვენ არ გვჭირდება მის მიერ მოპარული უპილოტო დრონი, თავისთვის დაიტოვოს,“ – დაწერა ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე.
გუშინ, ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ს წყალქვეშა უპილოტო დრონის გატაცება, რომელიც აშშ-ს ოკეანოგრაფიულ გემ USNS Bowditch-ს ეკუთვნოდა, დაუდასტურა და ამის თაობაზე ინფორმაცია უწყების ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
დრონი ჩინელებმა 15 დეკემბერს გაიტაცეს. ინციდენტი სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში მოხდა, სადაც USNS Bowditch-ი კვლევებს ატარებდა. ამრიკული მხარის ცნობით, დრონი წყალქვეშ კვლევების მიზნით იყო ჩაშვებული. ჩინეთის მთავრობის განცხადებით, ჩინელმა სამხედროებმა უცნობი ობიექტი წყლიდან იმ მიზნით ამოიღეს, რომ სიტუაციის უსაფრთხოებაში დარწმუნებულიყვნენ და მხოლოდ შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს ამერიკული უპილოტო დრონი იყო, – იწრმუნება ჩინეთის მთავრობა.
მომხდართან დაკავშირებით გუშინ აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე გააკეთა და მას “უპრეცენდენტო” უწოდა. „ჩინეთი აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებს საერთაშორისო წყლებში უპილოტო დრონს პარავს და ჩინეთში მიაქვს. ეს უპრეცენდენტო ფაქტია,” – დაწერა რესპუბლიკელმა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში, მექორწილებს ხე დაეცათ
შემდეგი სტატიალეხ ვალენსა პოლონეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს