ავიაკატასტროფას გადარჩენილი ფეხბურთელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის დეტალებს იხსენებს

ბრაზილიელი ფეხბურთელი ალან რუშელი, რომელიც ნოემბერში, კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფისას გადარჩა, ჟურნალისტებთან საუბარისას კატასტროფის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე ზუსტად ერთი წუთით ადრე ადგილი შეიცვალა.
„ჩემი ადგილი თვითმფრინავის ბოლოში იყო, მაგრამ ჩემმა მეგობარმა ჯექსონ ფოლმანმა თვითმფრინავის წინა ნაწილში, მასთან გადაჯდომა მთხოვა,“ – ამბობს რუშელი. სხვათა შორის, ავიაკატასტროფას ფოლმანიც გადაურჩა – მას ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.
ავიაკატასტროფას სულ 71 ადამიანი ემსხვერპლა და მხოლოდ ექვსი გადარჩა.
რაც შეეხება რუსელის, მას ზურგის ტრავმა აქვს და კვლავაც საავადმყოფოშია.
ფეხბურთელის თქმით, არ ახსოვს, თუ როგორ მოხდა კატასტროფა.
შეგახსენებთ: სამგზავრო თვითმფრინავ BAE Avro-ს ბრაზილიის საფეხბურთო გუნდი „შაპეკოენსი“ გადაჰყავდა.

banner
წინა სტატიაშინეპალში პროვინციის უკანასკნელ მეფეს ემშვიდობებიან
შემდეგი სტატიააშშ-ში, მექორწილებს ხე დაეცათ