აშშ-ში ჰილარი კლინტონის წაშლილი წერილები გამოაქვეყნეს

აშშ-ში ჰილარი კლინტონის წაშლილი წერილები გამოაქვეყნეს

2აშშ-ში გამოაქვეყნეს ჰილარი კლინტონის ახალი წერილები, მათ შორის 30 წაშლილი წერილი – დღეს Fox News-ი ავრცელებს.
ყოფილი სახელმწიფო მდივნის წერილების მასობრივ გამოქვეყნებას უფლებადამცველი ორგანიზაცია Judicial Watch ახორციელებს. სხვათა შორის გამოქვეყნდა ის კორესპონდეციები, რომელიც კლინტონს წაშლილი ქონდა და შემონახული იყო მისი პირადი თანაშემწის ჰიუმი ებედინის კომპიუტერში.
ერთ-ერთი წერილი დათარიღებულია 2009 წლით. კლინტონი სახელმწიფო მდივანი იყო ამ პერიოდში. ის წერს: “მე ახლახანს გავიაზრე, რომ აზრზე არ ვარ რა ხდება ჩვენს ქაღალდებთან დაკავშირებით ჩვენს სახელმწიფო აპარატში. ვინ მუშაობს ჩემს პირად და სამუშაო ფაილებზე?” მეორე წერილში, რომელიც 2010 წლით არის დათარიღებული, ის ებედინთან მსჯელობს, დაცული ელექტრონული ფოსტით სარგებლობაზე, სადაც შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლებელია მისი პირადი მიმოწერა უცხო ხელში ჩავარდეს.

შეგახსენებთ, რომ კლინტონის მიმოწერასთან დაკავშირებით სკანდალი 2015 წელს დაიწყო. მაშინ მას ბრალად წაუყენეს სახელმწიფო საქმეებისთვის პირადი ფოსტის გამოყენება. კლინტონმა ბრალდება უარყო, რომლის შემდეგაც რეგულარულად ხდება კლინტონის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არსებული მიმოწერის გამოქვეყნება.

banner
წინა სტატიაშისასამართლო ვასილ ლელუაშვილის, ლევან ქარდავას და შოთა ხიზანიშვილის გამატყუნებელი განაჩენის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაზოგადოების 51.6%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება