საზოგადოების 51.6%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

საზოგადოების 51.6%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით გერმანულ -ამერიკულმა ორგანიზაცია GFK-ის მიერ ჩატარდა.

დასმულ კითხვაზე – როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა – გამოკითხულთა 27.9%-ს მიაჩნია, რომ სწორი მიმართულებით, არასწორი მიმართულებით 51.6%, ხოლო 20.5%-ს უჭირს კითხვაზე პასუხის გაცემა.

კვლევა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით, ორგანიზაცია GFK-მ ჩაატარა. წინასაარჩევნო გამოკითხვამ მოიცვა საქართველოს 2,200 სრულწლოვანი მოქალაქე, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება გააჩნიათ.

კვლევა ჩატარდა პირდაპირი გამოკითხვის გზით, 2016 წლის 7 ივნისიდან 22 ივნისამდე. გამოყენებული იყო საქართველოს მოსახლეობის ალბათობით ნიმუში, რომელიც მიზნად ისახავს ასახოს საქართველოს მოსახლეობის მთელი სპექტრი.

გამოკითხულთა შერჩევა ემყარებოდა შემთხვევითობის პრინციპს. ცდომილების ზღვარი შეადგენს პლუს ან მინუს 2.1 პროცენტს. გამოკითხულთა 77 % დათანხმდა ინტერვიუზე და კითხვარის შევსებაზე.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ჰილარი კლინტონის წაშლილი წერილები გამოაქვეყნეს
შემდეგი სტატიაკვლევის მიხედვით ნაციონალურ მოძრაობას ხმას 21.7%, ხოლო ქართულ ოცნებას 22.4% მისცემს