აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების პირველი სატელეფონო საუბარი

ზელენსკი ბაიდენი

2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბაიდენმა აშშ-ს ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა უკრაინისადმი.

“პრეზიდენტ ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე”. – წერია განცხადებაში

ბაიდენმა ხაზი გაუსვა ადმინისტრაციის მზაობას გამოაცოცხლოს მათი სტრატეგიული პარტნიორობა პრეზიდენტ ზელენსკის გეგმის მხარდასაჭერად კორუფციის დაძლევისა და რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად, რომელიც ეფუძნება მათ საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც “უზრუნველყოფს სამართლიანობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას უკრაინელი ხალხისთვის”.

ქვეყნების ლიდერებმა ასევე განიხილეს შეერთებული შტატებისა და უკრაინის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა პანდემიის შესაკავებლად და რეგიონში დემოკრატიის განმტკიცებისთვის.

ვლადიმერ ზელენსკი აფასებს აშშ-ს მხარდაჭერას.

“ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, როდესაც საქმე დემოკრატების შენარჩუნებას ეხება. ჩემი თავდადება უკრაინის გარდაქმნისთვის, გამჭვირვალობის გაუმჯობესებისთვის და მშვიდობის მიღწევისთვის ძლიერია. უკრაინელებისთვის ამერიკის პარტნიორობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”, – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიკრამონი: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებას არ უნდა ძალაუფლების გაზიარება
შემდეგი სტატიააშშ-ში კაპიტოლიუმთან ინციდენტი მოხდა