კრამონი: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებას არ უნდა ძალაუფლების გაზიარება

“შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებას არ უნდა სხვასთან ძალაუფლების გაზიარება” , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმებაში ბევრი კარგი წინადადება იყო ოპოზიციისთვის.

“თუ მაქსიმალურ სარგებელს მოითხოვ, ასე არ გამოვა. შეთანხმებაში ბევრი კარგი წინადადება იყო ოპოზიციისთვის, რომლის გამოყენება შეიძლებოდა. თუ გამარჯვებულმა წაიღო ყველაფერი, ქვეყანა ვერ გაიმარჯვებს. ამიტომ, უნდა დასხდეთ და მოილაპარაკოთ. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებას არ უნდა სხვასთან ძალაუფლების გაზიარება”, – განაცხადა კრამონმა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტმა რუსეთს უკრაინის საზღვართან პროვოკაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიააშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების პირველი სატელეფონო საუბარი