აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიმართ საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღებისათვის, მადლობას გამოვხატავ – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ადამ კინზინგერის, გერი კონოლისა და შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღებისთვის და ამით, „პრინციპების კიდევ მეტად განმტკიცებისათვის“, მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ პოლიტიკოსი Twitter-ზე წერს.

მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა „ყოვლისმომცველი, მუდმივად მზარდი, ღირებულებაზე დაფუძნებული 30-წლიანი კავშირია“.

„აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ყოვლისმომცველი, მუდმივად მზარდი, ღირებულებაზე დაფუძნებული 30-წლიანი კავშირია. მადლობას გამოვხატავ ადამ კინზინგერის, გერი კონოლისა და შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიმართ საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღებისათვის და ამით, მათი პრინციპების კიდევ უფრო განმტკიცებისათვის“, – განაცხადა შლვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდემიდოვოს მაცხოვრებლებმა რუსული არმიის შესაჩერებლად საკუთარი სოფელი დატბორეს
შემდეგი სტატიაომი უკრაინაში, შესაძლოა, “გაჭიანურდეს და გაგრძელდეს თვეების და წლების განმავლობაში” – სტოლტენბერგი