დემიდოვოს მაცხოვრებლებმა რუსული არმიის შესაჩერებლად საკუთარი სოფელი დატბორეს

კიევის ოლქის სოფელ დემიდოვოს მაცხოვრებლებმა საკუთარი სოფელი დატბორეს, რათა ოკუპანტების ჯარის გადაადგილება შეეფერხებინა. შემთხვევა ომის დაწყებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს მოხდა.

თვითმხილველების თქმით უკრაინელებმა მდინარე ირპენზე აშენებული წყლის ჯებირი დაანგრიეს. წყალმა გზების დიდი ნაწილი, ასევე ასზე მეტი სახლი დატბორა. რუსულ ჯავშნიან ტექნიკას გაბრუნება მოუწია. სულ სოფელში 750 შენობა დგას.

დატბორვის მიუხედავად დემიდოვო ერთი თვის განმავლობაში ოკუპირებული იყო. ამ პერიოდში რუსმა სამხედროებმა 6 ადგილობრივი მაცხოვრებელი მოკლეს.

“ყველაფერი დატბორილია, მაგრამ არაფერს ვნანობთ. ჩვენ კიევი გადავარჩინეთ”! – ამბობს დემიდოვოელი ანტონინა კოსტიუჩენკო.

წყარო: NY Times

banner
წინა სტატიაშიბულგარეთში უკრაინული სამხედრო ტექნიკა შეკეთდება – ზელენსკი
შემდეგი სტატიააშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიმართ საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღებისათვის, მადლობას გამოვხატავ – პაპუაშვილი