ომი უკრაინაში, შესაძლოა, “გაჭიანურდეს და გაგრძელდეს თვეების და წლების განმავლობაში” – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს, ბრიუსელში, ნატოს ახალგაზრდულ სამიტზე განაცხადა, რომ ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, მაგრამ ომი შესაძლოა, „გაგრძელდეს თვეებისა და წლების განმავლობაში“.

„ჩვენ გავაგრძელებთ [რუსეთის] პრეზიდენტ [ვლადიმერ] პუტინზე მაქსიმალურ ზეწოლას, რათა დაასრულოს ომი შემდეგი გზით: სანქციების დაწესებით, უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერით, ასევე, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერით და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. უკრაინაში ძალიან არაპროგნოზირებადი და მყიფე ვითარებაა. მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს ომი გაჭიანურდეს და გაგრძელდეს თვეებისა და წლების განმავლობაში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატოს მოკავშირეები ემზადებიან, რათა დაეხმარონ კიევს „ძველი საბჭოთა ეპოქის აღჭურვილობის უფრო თანამედროვე სტანდარტების იარაღსა და სისტემებზე გადასასვლელად“, მაგრამ დასძინა, რომ ეს „მეტ წვრთნას მოითხოვს“.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიმართ საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღებისათვის, მადლობას გამოვხატავ – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიანაძალადევის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე რეაბილიტირდა (ფოტოები)