აშშ-ს თავდაცვის უწყების თქმით შავი ზღვის რეგიონი რუსული აგრესიისაგან სრულიად დაუცველია

maikiliiiაშშ-ს თავდაცვის უწყება თვლის, რომ შავი ზღვის რეგიონი და სამხრეთ კავკასია რუსეთის აგრესიული პოლიტიკისგან უფრო დაუცველი გახდა – ამის შესახებ ვაშინგტონში აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ უკრაინაში ვიზიტით იმყოფებოდა. მისი თქმით, რუსეთმა რეგიონში გამოიყენა ყველა შესაძლო შოკური მეთოდი ეკონომიკურ-პოლიტიკურიდან დაწყებული სამხედროთი დასრულებული.

“არ არსებობს რუსეთის რევანშიზმისგან უფრო დაუცველი და მეტად დაზარალებული რეგიონი, ვიდრე შავი ზღვის რეგიონი და სამხრეთ კავკასიაა” – განაცხადა კარპენტერმა და აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრა მსოფლიო წესრიგის სრული იგნორირებაა, მათ შორის სუვერენიტეტის და ტერიტოტიული მთელიანობის პრინციპების დარღვევა.

banner
წინა სტატიაში(video) მძლავრი აფეთქება თურქეთში
შემდეგი სტატია(video) N 8 პენიტენციურ დაწესებულებას მწერალთა კავშირის წარმომადგენლები ესტუმრნენ