(video) მძლავრი აფეთქება თურქეთში

13 ადამიანი დაიჭრა თურქეთის ქალაქ ბურსაში მომხდარი ტერაქტის შედეგად. მძლავრ აფეთქებას ადგილი ჰქონდა ქალაქის ისტორიულ ნაწილში, მეჩეთთან ახლოს. ტერორისტი, 25 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელმაც თავი აიფეთქა, ადგილზე დაიღუპა. თურქული პოლიციის ცნობით, ბომბი ტერორისტს აუფეთქდა დროზე ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაშავებულთა რიცხვი იქნებოდა ბევრად მეტი. აფეთქების შედეგად დაჭრილთა სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიგერმანელების უმეტესობა პოლონელებს არ დაეხმარება რუსეთის აგრესიის შემთხვევაში
შემდეგი სტატიააშშ-ს თავდაცვის უწყების თქმით შავი ზღვის რეგიონი რუსული აგრესიისაგან სრულიად დაუცველია