აშშ-ს სარდლობამ სირიის არმიის დაბომბვა შეცდომად აღიარა

14355874_643187562508101_197579497_nრამდენიმე საათის წინ პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კოალიციური ჯარების მიერ სირიის ქალაქ დეირ ეზ-ზორის სამხედრო ბაზის დაბომბვა, რომლის შედეგადაც 62 სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა, შეცდომა იყო…
კოალიციას წინასწარ განზრახულად არ დაუბომბია სირიის არმიის ბაზა… მოხდა შეცდომა და ეს ბაზა მიჩნეულ იქნა ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, ბაზად, რის გამოც განხორციელდა ეს ოპერაცია. კოალიცია არ ისწრაფვის იმისთვის, რომ სირიის არმიის ჯარისკაცები დახოცოს. ჩვენ მზად ვართ დაშვებული შეცდომიდან გამოვიტანოთ გაკვეთილები, რომ მსგავსი შეცდომები მომავალში არ მოხდეს,, ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში(foto) აშხაბადში ახალი საერთაშორისო აეროპორტი გახსნა
შემდეგი სტატიაბელა ალანია შალვა რამიშვილს პასუხობს