ბელა ალანია შალვა რამიშვილს პასუხობს

“ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია ასევე სოციალურ ქსელში ეხმიანება. ბელა ალანია წერილით პირდაპირ შალვა რამიშვილს მიმართავს და მოუწოდებს  სხვა დროისთვის სტუმრობის დროს ადამიანებს წინასწარ უნდა აცნობოს. წერილშ შალვა ნათელაშვილის მეუღლე ასე ასათაურებს: “შალვა რამიშვილი – ჩვენი დროის ალისტრახო”.

https://youtu.be/WkLGMnaOcxI

“შალვა, შემდეგისთვის რომ იცოდე და გაითვალისწინო ზრდილობის ნორმები, გეტყვი, რომ
როცა ვინმესთან სტუმრობას აპირებ, ჯერ უნდა დაურეკო,, შეუთანხმდე და მერე მიხვიდე შესახვედრად.
არასოდეს ქურდულად არავის მიეპარო. უხერხულია, ჭიშკრის გატეხვა, პირად საკუთრებაში შეჭრა და ქურდივით სხვის ეზო-კარში ბოდიალი. მითუმეტეს, როცა სახლში მასპინძელი არაა და არც არავის უხარია შენი- შალვა რამიშვილის, ძალადობასა და შანტაჟში მხილებული ადამიანის მიღება.
შალვა, უნდა განგიმარტოთ, როდესაც აკრედიტაციის გარეშე, ბეჯის გარეშე, ამოსაცნობი ლოგოს გარეშე კამერებით იჭრები სხვის საკუთრებაში, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. დამიჯერე, მე იურისტი ვარ.
ხო მართლა, ყავა როცა მოგართვეს ჩემმა მეგობრებმა, ცუდია, რომ ხელი გვიკარი, სასწრაფოდ გაიქეცი. გეტყობოდა, დაკვეთა ვერ შეასრულე, გამწარებული გარბოდი. საწადელს ვერ მიაღწიე და მწყობრიდან ვერ გამოიყვანე ვერავინ, ანუ თავი ვერ აცემინე, როგორც ჩაფიქრებული გქონდა შენი ‘შოუსთვის’. გულით მეცოდები ჩვენო “ალისტრახო”.
უხერხულია, შალვა ნათელაშვილს ვერ შესწვდი და მის ოჯახზე გაილაშქრე?

14358832_1248746795158047_5850387436586681388_n
*
ამ სურათებში ჩანს ყოველგვარი ამოსაცნობი ნიშნების გარეშე მობრძანებული ‘სტუმარი”,
ბაზალელებმა შემოგითვალეს, ნეტავ, რამიშვილის დედა გვანახა, ასეთი არამზადა რა დედამ გაზარდა, ამდენი ტყუილი ვინ ასწავლა, სოფლელებს გვაბრალებს ცელებითა და ფიწლებით დახვედრასო. სხვათა შორის სოფლის მოსახლეობამ გამოიძახა პოლიცია. შეგიძლიათ გამოძახება გადაამოწმოთ.

 

რამაზ ნათელაშვილი რამიშვილისგან განსხვავებით ფულს შრომით შოულობს. ასე მითხრა, ჩემი დაკოჟრილი ხელით ნაშრომი 5 ლარი მირჩევნია, რამიშვილისნაირი ადამიანების მიერ გამოძალვით ნაშოვნ მილიონებსო.
უბრალო გლეხის გინებას არ გაპატიებს არავინ შალვა რამიშვილო-წერს ბელა ალანია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

https://youtu.be/hwouH9nBRUI

 

 შეგახსნებთ, რომ დღეს სოციალურ ქსელში შალვა რამიშვილმა პოსტი გამოქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გადაცემა აკრედიტაციის გარეშე აღადგინდა და შალვა ნათელაშვილის ოჯახს ამ მისიით ეწვია, თუმცა როგორც თავად წერს ის მეზობლებმა გამოაგდეს. “გაუფრთხილებლად მივადექი მის სახლს ბაზალეთში. გაუფრთხილებლად იმიტომ, რომ ასეთია ჩემი გადაცემის ფორმატი. დაგვხდნენ შალვას გავეშებული ნათესავები ფიწლებით და ცელებით”. შალვა რამიშვილის ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით საქმე აღიძრა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სარდლობამ სირიის არმიის დაბომბვა შეცდომად აღიარა
შემდეგი სტატიარუსეთი სირიის ინციდენტის გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეკრებას ითხოვს