აშშ-ს, საფრანგეთის, ბიტანეთის პროტესტი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე

gaero-janelidzeაშშ-ს, ბრიტანეთის და საფრანგეთის წარმომადგენლებმა გუშინ, 25 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, გაეროში სირიის მუდმივი წარმომადგენლის ბაშარ ჯააფარის სიტყვით გამოსვლისას დარბაზი დატოვეს.
სამანტა პაუერმა, მეთიუ რაიკფორდმა და ფრანსუა დელატრმა ამდაგვარად პროტესტი გამოხატეს დამასკოს ოფიციალური პოზიციისადმი -წერს “ასოშეითედ პრესი”.
უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას ბაშარ ჯააფარმა განაცხადა: “ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება წარმატებული, თუკი ტერორიზმთან რეალური ბრძოლისათვის საჭირო პირობები იქნება შექმნილი. რეალური ბრძოლა ტერორიზმთან ჯერაც არ დაწყებულა”.
საგანგებო სხდომის ინიციატორები იყვნენ საფრანგეთი, ბრიტანეთი და აშშ და ის სირიის ალეპოში შექმნილ სიტუაციას ეხებოდა, სადაც, 19 სექტემბრიდან 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იქნა მოკლული.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა ალეპოს სიტუაციას “კოშმარი” უწოდა.
“გვახსოვდეს, რომ ავიაშეტევების გამო სკოლები და საავადმყოფოები ბუნკერებში მუშაობენ” – თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაშილეონარდო დიკაპრიო და ბარაკ ობამა კლიმატის ცვლილებებზე ისაუბრებენ
შემდეგი სტატიავაზისუბანში აფეთქებას მამაკაცი ემსხვერპლა