აშშ-ს საელჩო: ელჩის მოვალეობის შემსრულებელი 20 ივნისს პარლამენტში არ ყოფილა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი 20 ივნისს პარლამენტში არ ყოფილა. ელიზაბეთ რუდი 20 ივნისს საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა.ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.

საქმე ეხება შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის მიხედვით, ის 20 ივნისის ღამეს პარლამენტში რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად იმყოფებოდა და მათთან ერთად ხედავდა “ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს”.

გახარიას განცხადებას დღეს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელიც ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც უწყების წარმომადგენელი მედიასთან ამბობს, პირველად ესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა.

banner
წინა სტატიაში“ელჩი 20 ივნისს პარლამენტში არ ყოფილა” – ევროკავშირის წარმომადგენლობა
შემდეგი სტატია“ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებლები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე” – სფრანგეთის ელჩი