“ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებლები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე” – სფრანგეთის ელჩი

ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებლები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე – ამ განცხადებას საფრანგეთის ელჩი აკეთებს.

პასკალ მონიე, საზოგადოების მოთხოვნას ეხმაურება, 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების გამო, გადადგეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

რაც შეეხება გახარიას განცხადებას, რომ დარბევის დროს მასთან ერთად პარლამენტში ელჩებიც იმყოფებოდნენმ საფრანგეთის ელჩი ამბობს, რომ პირადად ის პარლამენტში არ ყოფილა. მისი ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში გერმანიის ელჩი იყო, თუმცა მისივე თქმით, მან არ იცის რა დრომდე დარჩა ის პარლამენტში და შეესწრო თუ არა აქციის დარბევის პროცესს.

„პირადად მე არ ვყოფილვარ მაგრამ ვიცი, რომ გერმანიის ელჩი, რომელმაც დამირეკა პარლამენტში იყო. რა დრომდე ეს არ ვიცი, არ მიმიღია სატელეფონო ზარი ან შეიძლება გამომრჩა რადგან სადილზე ვიმყოფებოდი მეგობრებთან ერთად იმ საღამოს. ჩემი აზრით, გამოძიება უნდა ჩატარდეს სახალხო დამცველის ჩართულობით. რაც შეეხება მის გადადგომას ან დარჩენას, მისი პირადი პასუხისმგებლობის საქმეა. ჩემი აზრით პოლიტიკოსებმა უნდა შეაფასონ ახლანდელი სიტუაცია, მაშინდელიც და შემდგომ მიიღონ გადაწყვეტილება. მე მის მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. დიპლომატები აქ დასახმარებლად იმყოფებიან. ჩვენ გვინდა რომ საქართველო წარმატებული იყოს. ნამდვილად არ გვახარებს იმის ნახვა როგორაა საზოგადოება დაყოფილი. ჩემი აზრით ყველამ პატივი უნდა სცეს წესებს. ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. თუ აზრს გვკითხავენ ვეუბნებით. მაგრამ ისინი არიან არჩეული. ეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მათი ვალია ხალხის წინაშე იმოქმედონ შეგნებულად,“-განაცხადა პასკალ მენიემ.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა 20 ივნისის ღამის დეტალებზე გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დარბევის ღამეს ის პარლამენტიდან ადევნებდა თვალს გარეთ განვითარებულ მოვლენებს და მასთან ერთად იმყოფებოდნენ ელჩებიც.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩო: ელჩის მოვალეობის შემსრულებელი 20 ივნისს პარლამენტში არ ყოფილა
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძე ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა