“ელჩი 20 ივნისს პარლამენტში არ ყოფილა” – ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ 20 ივნისს ელჩი პარლამენტში არ ყოფილა და ის დილიდან თბილისში არ იმყოფებოდა. ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.
საქართველოს საგარეო სამქეთა სამინისტრომ დღეს, დილით, ფაქტობრივად უარყო შინაგან სამეთა მინისტრის გუშინ გაკეთებული განცხადება,რომლის მიხედვითაც 20-21 ივნისის ღამეს ის პროცესებს პარლამენტიდან, დიმლომატებთან ერთად აკვირდებოდა.

დღეს, დილით საგარეო უწყების წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა თქვა: “ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ”

აღნიშნული განცხადებდან დაახლოებით ერთ საათში, საგარეო უწყებაში მედია კიდევ ერთხელ დაიბარეს, ამჯერად კონსტანტინიდმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტრო დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიურ კომუნიკაციაში იყო, თუმცა მათი ფიზიკური მობილიზაცია არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიგახარიას დიპლომატიური სკანდალი და საგარეო სამინისტროს ერთ საათში შეცვლილი პოზიცია
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩო: ელჩის მოვალეობის შემსრულებელი 20 ივნისს პარლამენტში არ ყოფილა