აშშ-ს საელჩო: დათა ვანიშვილის სიმტკიცე რუსული ოკუპაციის პირისპირ შთაგონების წყაროდ დარჩება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და ხსოვნას პატივს მიაგებს.

“პატივს მივაგებთ დათა ვანიშვილის ხსოვნას, რომლის სიმტკიცეც რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება, სანამ რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს”. – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ხურვალეთში 2011 წელს დათა ვანიშვილის სახლის წინ, კუთვნილ მიწაზე საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართები გააბეს. ივანიშვილის სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილს რამდენჯერმე შესთავაზეს ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა, მაგრამ ის უარს ამბობდა მასზე.

დათა ვანიშვილი ცხოვრების ბოლომდე უარს ამბობდა დაეთმო საკუთარი სახლი და ანდერძში ცოლსაც სწორედ ეს დაუბარა.
დათა ვანიშვილი 19 მარტს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დღეს, 22 მარტს დაკრძალეს.

banner
წინა სტატიაშიკინზინგერი: რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე, პუტინი მკვლელია
შემდეგი სტატიაკრისტიან დანიელსონი, სავარაუდოდ, საქართველოში დაბრუნდება