კრისტიან დანიელსონი, სავარაუდოდ, საქართველოში დაბრუნდება

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკის თქმით, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას საქართველოში მხარი დაუჭირეს.

“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს საკითხი განიხილეს. ფართო დებატები არ გამართულა. დანიელსონს მხარი დაუჭირეს, თუმცა თარიღი, თუ როდის დაბრუნდება ის, ჯერჯერობით უცნობია”. – წერს ის.

18 მარტს, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების მედიატორიბით გამართული მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე.

19 მარტს კრისტიან დანიელსონი ანგარიშის ჩასაბარებლად ბრიუსელში გაემგზავრა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩო: დათა ვანიშვილის სიმტკიცე რუსული ოკუპაციის პირისპირ შთაგონების წყაროდ დარჩება
შემდეგი სტატიამარინა ენდელაძე: ბევრი არ მოვიდა აცრაზე დღეს, მედიკოსები ასე არ უნდა დავიბნეთ