კინზინგერი: რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე, პუტინი მკვლელია

„რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე. პუტინი მკვლელია“, – ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი, სენატში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი, თავის Twitter-ზე წერს.

მისივე თქმით, რუსეთი მთელ მსოფლიოში ქაოსს თესავს და დაუსჯელად მოქმედებს.

„რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე. პუტინი მკვლელია. ის ტირანია, რომელიც მიზანში იღებს თავისუფლების მოყვარე ხალხს და მათ არჩევნებს. იგი ასადს სირიაში 50 ათასზე მეტი ბავშვის მოკვლაში დაეხმარა და ბელარუსში აქტივისტები აწამა. ის მთელ მსოფლიოში ქაოსს თესავს და დაუსჯელად მოქმედებს. მე მუდამ ამერიკას ვუჭერ მხარს“, -წერს კინზინგერი.
17 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, მკვლელია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის პოზიციაა, რომ საქართველომ რეფორმები გააგრძელოს, განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩო: დათა ვანიშვილის სიმტკიცე რუსული ოკუპაციის პირისპირ შთაგონების წყაროდ დარჩება