აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი ბალტიის ქვეყნებს მხარდაჭერას დაჰპირდა

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბალტიის ქვეყნებს უსაფრთხოების საკითხებში მხარდაჭერა დაჰპირდა – ბაიდენმა ნატოს სამიტზე განაცხადა შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი და ლიეტუვას პრეზიდენტი ჰიტანას ნაუსედი.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბაიდენი და ბალტიის ქვეყნების ლიდერები პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში პარტნიორობის პირობებზე შეთანხმდნენ, მათ შორის, “ნატოს ფარგლებში თანამშრომლობაზე რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან გამოწვევებტან დაკავშირებით” – “დოიჩე ველე”
წერს.
ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან საუბრისას ბაიდენმა “ახალ გამოწვევებზე” ისაუბრა, რომელიც რუსეთსა და ჩინეთს უკავშირდება და მიუთითა, რომ “რუსეთი ისე არ მოქმედებს, როგორც გვინდოდა რომ ყოფილიყო”.
ბაიდენმა, ასევე, თქვა, რომ ვაშინგტონის ინტერესებისთვის ნატოს “გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს” და ალიანსის მეხუთე მუხლი აღნიშნა, რომლის თანახმადაც ნატოს წევრ ერთ ან რამდენიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა განხილული იქნება როგორც მთლიანად ნატოზე თავდასხმა.

banner
წინა სტატიაშიჯაღმაიძე მეუფე იაკობზე: შესაძლოა, პირადი თვისებებიდან გამომდინარე დაინიშნა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: არასდროს ამდენი პროექტი ერთად არ განხორციელებულა, რამდენიც ამ წლების განმავლობაში