აშშ-ს ციხიდან ეპშტეინის გარდაცვალების გამო თანამშრომლები გაანთავისუფლეს  

აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ფედერალური ციხის ხელმძღვანელი, სადაც ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი მოკვდა, სხვა თანამდებობაზე გადაიყვანა. ორი ბადრაგი კი თანამდებობიდან დაითხოვა.

ეპშტეინი არასრულწლოვნებთან პროსტიტუციის ბრალდებით იყო დაკავებული. გარდა ამისა, მას ბრალად ედებოდა ისეთი ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომელიც ბიჭებს და გოგოებს სექსუალურ მონობაში ითრევდა. ივლისში სასამართლოზე მან განაცხადა, რომ უდანაშაულოა, მიმდინარე შაბათს ნიუ-იორკის ციხეში კი თავი მოიკლა. ცნობილია, რომ ეპშტეინი ციხის ადმინისტრაციას მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ ყავდა, რომელიც გარდაცვალებამდე მოულოდნელად მოუხსნეს.

სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე ეპშტეინი ციხის კამერაში კრიტიკულ მდგომარეობაში იპოვეს. მას კისერზე ძალადობის კვალი ეტყობოდა. მაშინ მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ეპშტეინის მოკვლას ცდილობდნენ და სავარაუდო მკვლელის სახელი და გვარიც დაასახელა.

banner
წინა სტატიაშიყველაზე მეტი რუსი ტურისტი თურქეთის შემდეგ აფხაზეთს ყავს
შემდეგი სტატიასირიის სამთავრობო ჯარები იდლიბის მნიშვნელოვან ქალაქს უახლოვდებიან