აშშ-ს არმიის კაპიტანმა ობამას “ისლამურ სახელმწიფოსთან” ომის გამო სასამართლოში უჩივლა

აშშ-ს არმიის კაპიტანმა ობამას

6ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლის კანონიერების გამო სასამართლოში უჩივლა.
“მე სასამართლოს ვთხოვ, პრეზიდენტს აცნობოს, რომ სამხედრო უფლებების შესახებ რეზოლუციის თანახმად, იმისათვის, რომ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში ომი დაეწყო, ქვეყნის მეთაურს კონგრესის შესაბამისი გადაწყვეტილება სჭირდებოდა” – ნათქვამია 28 წლის კაპიტან მაიკლ სმიტის განცხადებაში.

თეთრ სახლში თვლიან, რომ სირიასა და ერაყში 15 წლის წინ მიღებული კონგრესის მიერ დამტყიცებული ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის შესახებ კანონი საკმარისია სხვა ქვეყნებში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩასატარებლად.

სამხედრო მოსამსახურე, მიმდინარე მომენტში კუვეიტში იმყოფება. მისივე განმარტებით, საჩივარის მიუხედავად, ის სირიასა და ერაყში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციებს სრულებით ეთანხმება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ეზუგბაია : ქვეყანამ უნდა განაგრძოს ეკონომიკური ზრდა და ამისთვის პროცესები სწორად ვითარდება
შემდეგი სტატიაასადმა ალეპოს სიტუაცია სტალინგრადთან ბრძოლას შეადარა