სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა, რუსეთის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ ტელეგრამაში, 9 მაისთან დაკავშირებით, სირიის ქალაქ ალეპოში მიმდინარე მოვლენები სტალინგრადთან ბრძოლას შეადარა – ამის შესახებ “სანას” არაბული ვერსია იტყობინება.
“აგრესორების მოქმედებების შედეგად ჩვენი ქვეყნები და სოფლები დანგრეულია. ჩვენ მასშტაბური ადამიანური დანაკარგები გვაქვს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ საბოლოოდ გავიმარჯვებთ სირიისა და რეგიონის საკეთილდღეოდ. ნაკლებზე ჩვენ თანახმა არ ვართ ” – წერს ასადი ტელეგრამაში.
მან ასევე აღნიშნა, რომ “რუსი ხალხის უმაგალითო გმირობები ახალ თაობებს შთაგონებებს მისცემს ახალი მიზნებისაკენ”.