გიორგი ეზუგბაია : ქვეყანამ უნდა განაგრძოს ეკონომიკური ზრდა და ამისთვის პროცესები სწორად ვითარდება

გიორგი ეზუგბაია : ქვეყანამ უნდა განაგრძოს ეკონომიკური ზრდა და ამისთვის პროცესები სწორად ვითარდება

გიორგი ეზუგბაია : ქვეყანამ უნდა განაგრძოს ეკონომიკური ზრდა და ამისთვის პროცესები სწორად ვითარდებაეკონომიკის ექსპერტი გიორგი ეზუგბაია ლარის გამყარების პროცესს ეკონომიკური ფაქტორების გაუმჯობესებას უკავშირებს და აცხადებს, რომ ტენდენცია უახლოსი სამი-ოთხი თვის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
,,სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლითი კურსი 2,17 ფიქსირდება, ვურჩევდი კოპანიებსაც და ჩვენს თანამოქალაქეებსაც დანაზოგები რომელიც დოლარში აქვთ არ გაიჩერონ, თვეების წინ ძვირად შეძენილი დოლარის დაკონვერტირებისას. ჩვენ გვქონდა დოლარიზაციის კოეფიციენტი ძალიან აწეული, რაც ნიშნავდა იმას, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, კომპანიებმა ის დანაზოგები, რომლებიც ლარში თავიანთ ანგარიშებზე მათ გააჩნდათ, თვეების წინ გადახურდავება დოლარში დაიწყეს, ეხლა კი ეს მდგომარეობა სტაბილურდება’’- აცხადებს გიორგი ეზუგბაია.
მისივე თქმით, ეკონომიკური ფაქტორების გაუმჯობესებამ ლარის გამყარებაზე პირდაპირპროპოციულად იმოქმედა. ,,ლარის გამყარებას ობიექტური მიზეზები აქვს, აპრილის საგარეო ვაჭრობის, ფულადი გზავნილების და ტურიზმის სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ ამ მიმართულებებით სიტუაცია გაუმჯობესდა. მეორე კვარტლისათვის მოსალოდნელი იყო ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების კიდევ უფრო გაუმჯობესება, რაც მოსალოდნელზე ადრე მოხდა. ამას თან ერთვოდა მეზობელ ქვეყნებში კურსის დასტაბილურება. საქართველოს ეკონომიკა მჭიდრო კავშირშია რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან’’-განაცხადა ეზუგბაიამ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო მეტად გამყარება გარდაუვალია და 2016 წელს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აქტიური ზრდა პროგნოზირდება.
,,ასევე მოსალოდნელია წელს დაფიქსირდეს ტურისტების რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან საექსპორტო ტვირთბრუნვის გაზრდა, რაც ქვეყნაში გაზრდილი ოდენობით ვალუტის შემოდინებას შეუწყობს ხელს. ქვეყანამ უნდა განაგრძოს ეკონომიკური ზრდა და ამისთვის პროცესები სწორად ვითარდება’’.

banner
წინა სტატიაში49 წლის ჯენეტ ჯექსონი ორსულად არის
შემდეგი სტატიააშშ-ს არმიის კაპიტანმა ობამას “ისლამურ სახელმწიფოსთან” ომის გამო სასამართლოში უჩივლა