აშშ-ს ახალი სახელმწიფო მდივანი ყავს

ხუთშაბათს 26 აპრილს 57 ხმით, 42-ის წინააღმდეგ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნად ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი დირექტორი მაიკ პომპეო დაამტკიცეს. ერთი სენატორი არ ესწრებოდა კენჭისყრას. მაიკ პომპეო ამერიკის 70-ე სახელმწიფო მდივანია. მისი კანდიდატურა მარტის შუა რიცხვებში დონალდ ტრამპმა წამოაყენა. პომპეოს წინამორბედმა რეკს ტილერსონმა თავისი გადაყენების შესახებ პრეზიდენტის “ტვიტერიდან” გაიგო. ტილერსონს პრეზიდენტთან რამდენიმე ძირითად საკითხებზე განსხვავებული ხედვა ჰქონდა, მათ შორის, რუსეთზე, ირანზე, პარიზის კლიმატის შეთანხმებაზე – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიპუტინი ერევანში შექმნილ სიტუაციაზე კარაპეტიანს ესაუბრა
შემდეგი სტატიარუსეთი ისევ ტრადიციულ ტექნოლოგიებს ანიჭებს უპირატესობას