პუტინი ერევანში შექმნილ სიტუაციაზე კარაპეტიანს ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებელს კარენ კარაპეტიანს ტელეფონით ესაუბრა -ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. “აღინიშნა, რომ სომხეთის კრიზისის დარეგულირება მხოლოდდამხოლოდ სამართლებრივად უნდა მოხდეს, მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში, 2017 წლის აპრილში ჩატარებული ლეგიტიმური არჩევნების შედეგების ფარგლებში” – ნათქვამია განცხადებაში.
ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა სომხეთის ოპოზიციასა და მთავრობას შორის დიალოგზე. ასევე, ცნობილი გახდა, რომ სომხეთის ვიცე-პრემიერმა მოსკოვთან კონსულტაციები გაიარა – რუსული “გაზეტა” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშილონდონმა და პარიზმა რუსეთის მიერ ინიცირებულ ბრიფინგზე დასწრებაზე უარი თქვეს
შემდეგი სტატიააშშ-ს ახალი სახელმწიფო მდივანი ყავს