აშშ მზად არის რუსეთის მტრულ მოქმედებებს უპასუხოს

თეთრმა სახლმა რუსეთის მტრული მოქმედებები შეისწავლა და მზად არის მას პასუხი გასცეს. მათ შორის, დიპლომატები გააძევოს და პუტინის გარემოცვას სანქციები დაუწესოს – გერმანული “დოიჩე ველე” “ბლუმბერგზე” დაყრდნობით წერს.
მტრულ მოქმედებებს შორის, რომელსაც ვაშინგტონი მალე გასცემს პასუხს, დასახელებულია რუსეთის ჩარევა აშშ-ს არჩევნებში, ასევე, Sunburst-ის ჰაკერული თავდასხმა, რომელსაც აშშ-ს ისტორიაში ყველაზე საშიშს უწოდებენ.
ამერიკის მხრიდან შესაძლო მოქმედებებს შორის დაგეგმილია ქვეყნიდან რუსი ჯაშუსების გაძევება, რომლებიც დიპლომატიური მისიით არიან შენიღბულები.

თავის მხრივ, მოსკოვმა განაცხადა, რომ პასუხს გასცემს ვაშინგტონის “ნებისმიერ არამეგობრულ მოქმედებას”. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავრობმა აშშ-ს პოზიციას “ჩიხში მყოფი”, “სულელური” და “უშედეგო” უწოდა. აშშ და მოკავშირეები “არ არიან სანდო პარტნიორები და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებში ჩვენ მათ ხასიათზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული” – ლავროვმა თქვა.
რუსეთის მტრული მოქმედებების შესახებ ანალიზი აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განკარგულებით გაკეთდა, რომელიც მან თეთრ სახლში მოსვლის პირველივე დღეს გასცა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, საპასუხო გამოსვლები არ იქნება
შემდეგი სტატიაპოლონეთში კოვიდით გარდაცვლილთა მაქსიმუმი დაფიქსირდა