პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, საპასუხო გამოსვლები არ იქნება

პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, საპასუხო გამოსვლები არ იქნება. პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, საპასუხო განცხადებებით ფრაქციების თავმჯდომარეები გამოდიან. აღსანიშნავია, რომ მოქმედ პარლამენტში მხოლოდ ერთი ფრაქცია “ქართული ოცნებაა”, რომლის თავმჯდომარესაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხებზე მოხსენებით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვა.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ამ დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები. თავდაპირველად გამოდიან ყველაზე მცირერიცხოვანი ფრაქციების თავმჯდომარეები, ხოლო ბოლოს − ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციების თავმჯდომარეები. ფრაქციის თავმჯდომარის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ პლენარული სხდომა იხურება.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიუკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა
შემდეგი სტატიააშშ მზად არის რუსეთის მტრულ მოქმედებებს უპასუხოს