პოლონეთში კოვიდით გარდაცვლილთა მაქსიმუმი დაფიქსირდა

დღეს პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით 954 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია – პოლონური მედია ავრცელებს.
უწყებამ აღნიშნა, რომ გარდაცვალების ასეთი მაღალი მონაცემები, შესაძლებელია, აღდგომის დღესასწაულის გამო დაგვიანებულ სტატისტიკას უკავშირდებოდეს.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში პოლონეთში კორონავირუსით დაინფიცირების 27 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სულ კორონავირულით დაინფიცირებულია 2 499 507 პირი, გარდაიცვალა 56 659 ადამიანი. საავადმუყოფოებშია 34 864 ადამიანი, რაც 174-ით მეტია, ვიდრე გუშინ.

გუშინ პოლონეთმა შეზღუდვები 19 აპრილამდე გააგრძელა.

banner
წინა სტატიაშიაშშ მზად არის რუსეთის მტრულ მოქმედებებს უპასუხოს
შემდეგი სტატიასომხეთმა რუსული ვაქცინის პირველი პარტია მიიღო