აშშ-მა უკრაინისთვის 4 უპილოტო საფრენი აპარატის მიყიდვის პროცესი შეაჩერა

აშშ-მა უკრაინისთვის 4 უპილოტო საფრენი აპარატის, MQ-1C Gray Eagle-ის მიყიდვის პროცესი შეაჩერა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ეს გადაწყვეტილება პენტაგონმა იმის გამო მიიღო, რომ არსებობს რუსეთის ხელში საფრენ აპარატებში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიების მოხვედრის საფრთხე.

გადაწყვეტილება პენტაგონის იმ სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე იყო მიღებული, რომელიც ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების უსაფრთხოებაზე პასუხს აგებს. საუბარია საფრენი აპარატის რადარზე და მის ოპტიკურ-ელექტრონულ მოწყობილობებზე.

როგორც Reuters-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, უპილოტო აპარატების გადაცემის პროცესი საბოლოოდ გაუქმებული არ არის და ამჟამად პენტაგონში ფიქრობენ, თუ როგორ მოიქცნენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღების ვადები უცნობია. შესაძლოა ეს თანამედროვე ტექნოლოგიები ოდნავ მოძველებულით შეიცვალოს, თუმცა ამას რამდენიმე თვე დასჭირდება.

MQ-1C Gray Eagle რაკეტებით Hellfire-ით არის აღჭურვილი, რაც მოწინააღმდეგისთვის საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენს. მისი მართვა აშშ-ის ტერიტორიიდან არის შესაძლებელი, საფრენი აპარატის მართვა და მისი გამოყენება თანამგზავრის მეშვეობით ხდება.

banner
წინა სტატიაშიყაზახეთის პრეზიდენტმა უარი განაცხადა ლუგანსკისა და დონეცკის „კვაზი ანკლავების“ აღიარებაზე, არცერთ ქვეყანას არ სურს რუსეთის დანაშაულებში მონაწილეობა – სირია დარჩა კრემლის ერთადერთ მოკავშირედ – პოდოლიაკი
შემდეგი სტატიაჩვენ უკრაინას მივაწვდით ანტიბალისტიკურ სისტემას, რომელსაც შეუძლია, გადაარჩინოს ოდესა ან კიევი – შოლცი