ყაზახეთის პრეზიდენტმა უარი განაცხადა ლუგანსკისა და დონეცკის „კვაზი ანკლავების“ აღიარებაზე, არცერთ ქვეყანას არ სურს რუსეთის დანაშაულებში მონაწილეობა – სირია დარჩა კრემლის ერთადერთ მოკავშირედ – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც რუსეთის მიერ აღიარებულ ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს“ კვაზი სახელმწიფოები უწოდა.

„ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა უარი განაცხადა ლუგანსკისა და დონეცკის „კვაზი ანკლავების“ აღიარებაზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის/ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის არცერთ ქვეყანას არ სურს რუსეთის დანაშაულებში მონაწილეობა. სირია დარჩა კრემლის ერთადერთ მოკავშირედ პოლიტიკურ რუკაზე. პუტინს სურდა რუსეთი ძლევამოსილ ქვეყნად ექცია, მაგრამ ის გარიყულ ქვეყნად აქცია,“- წერს პოდოლიაკი.

banner
წინა სტატიაშიქვეყანას სჭირდება, რომ რეალურად დაძლიოს პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც საქართველოში არსებობს და ევროკავშირში გაწევრიანება რეალურად აქციოს მთელი ერის ამბიციად – მატერნოვა
შემდეგი სტატიააშშ-მა უკრაინისთვის 4 უპილოტო საფრენი აპარატის მიყიდვის პროცესი შეაჩერა