ჩვენ უკრაინას მივაწვდით ანტიბალისტიკურ სისტემას, რომელსაც შეუძლია, გადაარჩინოს ოდესა ან კიევი – შოლცი

dpa-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კითხვაზე, ჩავა თუ არა მძიმე შეიარაღება დროულად დონბასში ცვლილებების შეტანის მიზნით, შოლცმა უპასუხა: „ის დროულად ჩავა“.

მან აღნიშნა, რომ უნდა შეიცვალოს პრიორიტეტი, თუ ვინ მიიღებს გერმანულ იარაღს.

„თქვენ იცით, რომ უკვე არის მომხმარებელთა გრძელი სია, რომლებიც ორი და სამი წლის განმავლობაში ელოდებიან მათ მიღებას“, – აღნიშნა შოლცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიწოდების პროტოკოლი უნდა შეიცვალოს, რათა უკრაინამ უფრო სწრაფად მიიღოს იარაღი.

შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას გაუგზავნის ისეთ იარაღს, რომელიც კიევს ან ოდესას გადაარჩენს.

„ჩვენ უკრაინას მივაწვდით ანტიბალისტიკურ სისტემას, რომელსაც შეუძლია, გადაარჩინოს ოდესა ან კიევი. ასევე, გადავწყვიტეთ დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად, რომ გავაგზავნოთ რამდენიმე სარაკეტო გამშვები მოწყობილობა“, – დასძინა შოლცმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მა უკრაინისთვის 4 უპილოტო საფრენი აპარატის მიყიდვის პროცესი შეაჩერა
შემდეგი სტატიაამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება დანაშაულია, საფრთხე ყველამ უნდა გავაცნობიეროთ – ქადაგიძე