აშშ-მ თურქეთის მოქმედებებთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის მიერ გავრცელებულ მიმართვაში, სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოხატავს თურქეთის მიერ სირიაში დაწყებული ოპერაციის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობის გამო.
,,შეერთებული შტატები შეშფოთებულია სირიის ჩრდილო-დასავლეთით არსებული სიტუაციის გამო და განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეუბის გამო, რომლებიც ახლა საბრძოლო სიტუაციის ესკალაციის პირისპირ არიან. ჩვენ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების კანონიერ გადაწყვეტაში, ისევ ვუჭერთ მხარს თურქეთს, როგორც ნატოს წევრს და ,,ისლამური სახელმწიფოს,, დამარცხების სამქეში ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორს, მაგრამ დაჟინებით მოვუწოდებთ მას, რომ გამიჩინოს თავშეკავება და უზრუნველჰყოს, რომ ოპერაცია იყოს შეზღუდულ მასშტაბებში, დროში და იყოს სკურპულოზური, რათა გამოირიცხოს მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, კონცენტრირება მოახდინონ მთავაი მიზნის მისაღწევად, ,,ისლამური სახელმწიფოს,, დასამარცხებლად. დადგა დრო, რომ სირიელი ხალხის მშვიდობიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, დიდმა ერებმა ერთად იმუშაონ,, აცხადებს აშშ-ს საგარეო უწყება.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე – ნარკოპოლიტიკის ძირითადი ქვაკუთხედი პრევენცია უნდა იყოს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : გვინდა, დავიცვათ ბალანსი, რომ ნარკოპოლიტიკის ჰუმანური მიდგომები არ გახდეს წახალისების მაპროვოცირებელი