აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას აპირებს, რომელიც 2015 წელს შეთანხმების შემდეგ გაუქმდა. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები იქნება უმკაცრესი, რომელსაც ოდესმე სადმე უმოქმედია და მიმართული იქნება ენერგეტიკისა და საბანკო სექტორის წინააღმდეგ. ამავე დროს, სანქციები არ შეეხება ირანთან ხელშეკრულების მონაწილე სხვა ქვეყანებს, რომლებსაც შეუძლიათ ირანული ნავთობის იმპორტირება გააგრძელონ.

აშშ ირანთან შეთანხმებიდან 2018 წლის მაისში გავიდა. ტრამპმა მაშინ განაცხადა, რომ შეთანხმება ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ექსპერტების თქმით, ვაშინგტონის მიერ გამოცხადებული სანქციები ირანის ეკონომიკისთვის დარტყმა იქნება – “ბიბისი” წერს.
დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა “ტვიტერში” საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით “სანქციები ახლოსაა. 5 ნოემბერი”.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თეირანი არ არის შეშფოთებული აშშ-ს სანქციებით. ადრე კი ირანმა ამერიკის პრეზიდენტი ფსიქოლოგიური ომის წარმოებაში დაადანაშაულა.
ირანთან ხელშეკრულებაზე ხელი აქვს მოწერილი, ასევე, ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს და ჩინეთს.

banner
წინა სტატიაში“მოვითხოვ თქვენთან პირისპირ შეხვედრას”-ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
შემდეგი სტატია“სპუტნიკ-აფხაზეთი” ექვს აფხაზურ კერძს აქვეყნებს, მათ შორის, საცივს, ღომს, ფელამუშს