აშშ-ის სენატმა მაგნიტსკის გლობალური აქტი დაამტკიცა

ამერიკის სენატი დაინტერესდა რუსეთის პროპაგანდის როლით უკრაინასთან მიმართებაში

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მაგნიტსკის გლობალური აქტი ერთხმად მიიღო.

კანონის მთავარი ინიციატორები სენატორები – ბენ კარდინი და ჯონ მაკკეინი არიან, თანასპონსორთა შორის ორი საპრეზიდენტო კანდიდატიცაა  – მარკო რუბიო და ტედ კრუზი.

პროექტს ორივე პარტიის წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი.

ეს კანონი აშშ-ის პრეზიდენტს აძლევს უფლებას, სანქციები დააკისროს ადამიანის უფლებათა დამრღვევებს მთელს მსოფლიოში.

სანქციები როგორც სავიზო შეზღუდვებს, ასევე ფინანსური ანგარიშების გაყინვასა და ქონების დაყადაღებასაც გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგორში ე.წ. ბოლოდგის დასახლება წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
შემდეგი სტატია„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარედ მამუკა კაციტაძე დაინიშნა