აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება

საქართველოში, ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიც გამოეხმაურა.

მიკრობლოგ „ტვიტერის“ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს.

„რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მილიტარიზაცია შემაშფოთებელი და მიუღებელია. პუტინი და მისი მთავრობა სხვა ერების სუვერენიტეტის უგუნურ უგულებელყოფას განაგრძობენ. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს“, – აღნიშნულია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ქმარმა ცოლი დაჭრა
შემდეგი სტატიასოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა