სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა

ქვემო ქართლში, სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.
უწყების ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულები კლინიკაში გადაჰყავთ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება
შემდეგი სტატიარუსეთში „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ.საელჩო საერთაშორისო სტრუქტურებს მიმართავს და „საქართველოს პროვოკაციებზე“ ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს